“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ “ეიბართან” გამართული მატჩის შემდეგ (4:2), მადრიდის “რეალს” ჩემპიონობა მიულოცა.
“გავიმარჯვეთ, მაგრამ ტიტული ვერ მოვიპოვეთ. სტაბილურად არ ვასპარეზობდით, ეს კი ჩემპიონობისთვის აუცილებელია. სამწუხაროა, რომ მხოლოდ 3 ქულა დაგვაკლდა.“ეიბარს” მოვუგეთ, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ იყო დამოკიდებული.
ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ტიტული დამსახურებულად მოიპოვა გუნდმა, რომელიც ჩვენზე ცოტათი უკეთესი იყო.”-ამბობს ინიესტა.
