“აიაქსის” ფორვარდმა, ჯასტინ კლუივერტმა “ბარსელონას” ყურადღება მიიპყრო. Calciomercato იტყობინება, რომ კატალონიური კლუბის სკაუტები ახალგაზრდა ჰოლანდიელს აკვირდებიან.
“ბარსელონას” ამსტერდამულ კლუბთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც სავარაუდოდ, მოლაპარაკების პროცესს გაამარტივებს.
მიმდინარე სეზონში ჯასტინმა, ჰოლანდიის ჩემპიონატში 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი მამა, პატრიკი, თავის დროზე “ბარსელონაში” წარმატებით ასპარეზობდა.
