დღეს “ბარსელონამ” ვარჯიშები განაახლა “მალაგასთან” გამარჯვების შემდეგ. ვარჯიში დილას 11 საათზე გაიმართა “სიუდად ესპორტივაზე”. დღევანდელი ვარჯიში ნაწილობრივ იყო ძალების აღდგენისა და არა სრული დატვირთვის. ვარჯიშზე ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა გარდა ლეო მესისა და დანი ალვესისა. არგენტინელმა ვარჯიში გააცდინა, რადგანაც იგი არის გაციებული, ამიტომაც მედიკოსებმა მას არ მისცეს უფლება ვარჯიშისა, ხოლო ალვეშმა ტრავმა მიიღო გუშინ და 10 – 15 დღით იუქმებს.
დღევანდელ ვარჯიშს დაესწრნენ კატალონიელი რაგბისტებიც, რომლებმაც სამახსოვრო ფოტო გადაიღეს პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად.
ვარჯიში ხვალ ადგილობრივი დროით 11 საათზე “სიუდად ესპორტივაზე” განახლდება.
