“ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, კატალონიური კლუბის უნიკალურ სათამაშო სტილზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ეს სტილი მისაბაძი გახდა.
“ბარსელონას” წარმატების ციკლები? უმჯობესია ვისაუბროთ ერაზე, რომელიც რონალდინიოს დროს დაიწყო და რომელიც ახლაც გრძელდება. კლუბი მუშაობს იმაზე, რომ ეს ერა გაგრძელდეს.
მივაღწიეთ იმას, რომ “ბარსელონა”, თავისი სათამაშო სტილით, მისაბაძი გახდა. ჩვენ ასევე ვართ კლუბი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ნაკრებებს ყველაზე მეტ ფეხბურთელს უზრდის.” – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Sport.


