“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ ის, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის გამო თანამდებობის დატოვებაზე არ ფიქრობს.
“მივმართავ ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ კლუბის მმართველმა პირებმა თანამდებობები უნდა დატოვონ – იცოდეთ, რომ ამის მცირეოდენი განზრახვაც კი არ გვაქვს.” – განაცხადა ბართომეუმ Sport1-სთვის მიცემული ინტერვიუს დროს.


