ესპანური პრესა იტყობინება, რომ “ბარსელონა” ტრანსფერების განხორციელების მიზნით გუნდის ერთ-ერთ ვიცე-კაპიტანს, ხავიერ მასკერანოს გაუშვებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფრები” მიმდინარე სეზონის ბოლოს არგენტინელის გაყიდვას გეგმავენ, რომელმაც გუნდში 7 წელი გაატარა. გამოცდილი მცველის წასვლა კლუბის შემოსავალს გაზრდის და მას ზაფხულში ახალი ფეხბურთელების გაფორმებაში დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში, “ბარსას” მაისურით, მასკერანომ 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
