“ნიცას” პრეზიდენტის ჟან პიერ რივერის განცხადებით, კლუბს, რომელიც მიჩელ სერის გაფორმებას მოისურვებს, 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
“სერის მხოლოდ მაშინ გავუშვებთ, თუ რომელიმე კლუბი მის გამოსასყიდ თანხას – 40 მილიონ ევროს გადაიხდის. საწინააღმდეგო შემთხვევაში 25 წლის ნახევარმცველს არ შეველევით.“-ციტირებს პიერის სიტყვებს RMC Sport.
როგორც იცით, “ბარსელონა” სერით დაინტერესებულია, თავად ფეხბურთელი კი კატალონიურ კლუბში გადასვლაზე ოცნებობს.
