“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ლონდონის “ჩელსიში” მოთამაშე სესკ ფარბეგასი მიიჩნევს, რომ “რეალისთვის” ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ადვილი არ იქნება.
“ვფიქრობ, “ბარსელონა” თავის თამაშს ადვილად მოიგებს. “რეალს” კი, ესპანეთის ჩემპიონობა გაუჭირდება, რადგან მადრიდელებმა 4 ქულა რთულ სტადიონებზე უნდა აიღონ. “ბარსელონას” 3 ქულა თითქმის გარანტირებული აქვს, “რეალს” კი ბრძოლა მოუწევს.” – ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Marca.
