“ბარსელონას” ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველის, მარლონ სანტოსის აგენტი ფრედ მორაესი აცხადებს, რომ მისი კლიენტის კატალონიურ კლუბში დარჩენა უკვე გადაწყვეტილია და ახლა ისღა დარჩა გასარკვევი, თუ რა როლი ექნება 21 წლის ფეხბურთელს “ბარსაში”.
“ბარსელონასა” და “ფლუმინენსეს” შორის ყველა საკითხი უკვე გადაწყვეტილია. კატალონიელები ფეხბურთლს შეინარჩუნებენ. ახლა, წინ უნდა ვიყუროთ და გავიგოთ, თუ რა როლი დაეკისრება მარლონს “ბარსელონაში” მომდევნო სეზონში. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მან ამ კლუბში დიდხანს ითამაშოს. თუ ეს შესაძლებელი იქნება, გვინდა, “ბარსელონას” წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში შევხვდეთ და ამ საკითხზე ვესაუბროთ.” – ციტირებს მარლონის აგენტის სიტყვებს Mundo Deportivo.
