ინგლისური “ლივერპულის” გულშემატკივრები გუნდის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ფილიპე კოუტინიოს მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილონი დარჩნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ 24 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” გადასვლის სურვილს ღიად აფიქსირებს.
ცოტა ხნის წინ, კოუტინიომ განაცხადა, რომ ის “ბარსელონას” დაინტერესებით ბედნიერია, თუმცა, კატალონიელებისგან მას წინდადება ჯერ არ მიუღია.
90min.com-ის ინფორმაციით, ინგლისში ეს განცხადება იმის ღია გამოხატულებად მიიღეს, რომ კოუტინიო “ბარსელონას” მოუწოდებს, მისი ტრანსფერით დაინტერესდეს.
