workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წინააღმდეგობათა დაპირისპირება

წინააღმდეგობათა დაპირისპირება

პრიმერას სხვა გუნდებთან შედარებით “ბარსას” უპირატესობა ნათელია. ის გამოიხატება როგორც დაგროვილ ქულათა რაოდენობაში, ასევე გატანილ გოლებსა და საკუთარ კარში მიღებულ ბურთების თანაფარდობაში. “მალაგას” შემთხვევაში დიდ როლს სწორედ ბურთების სხვაობა თამაშობს.

უფრო მეტი გოლი, ვიდრე “ტრიპლეტის” სეზონში

18 ტურის განმავლობაში “ბარსამ” 57 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 3,16 გოლს უდრის. ეს ციფრები პრაქტიკულად ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში. მხოლოდ 1950-51 წლების სეზონში მოახერხეს კატალონიელებმა ერთი ბურთით მეტის გატანა. მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, შესაბამისად ფეხბურთიც სხვანაირი, ვინაიდან მათ 38 ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში “ბარსამ” 3 გოლით მეტი გაიტანა, ვიდრე ყველასათვის საყვარელ “ტრიპლეტის” სეზონში.

“მალაგას” დაცვაში პრობლემები აქვს

“მალაგას” თავდამსხმელებმა იმდენივე გოლის გატანა მოახერხეს, რამდენიც მეხუთე ადგილზე მყოფი “ესპანიოლის” ფეხბურთელებმა. თუმცა, მათ აშკარად პრობლემები აქვთ დაცვაში. “მალაგამ” საკუთარ კარში 37 ბურთი მიიღო, ხუთით მეტი, ვიდრე ჩემპიონატში ბოლო ადგილზე მყოფმა “სარაგოსამ”. სწორედ ამის გამო იმყოფება პელეგრინის გუნდი გათამაშების ცხრილის მე–16–ე პოზიციაზე.

ტრანსფერები

საკუთარ კარში მიღებული და გატანილი გოლების შეფარდებამ გამოიწვია გუნდის მთავარ მწვრთნელად პელეგრინის დანიშვნა, ისევე, როგორც რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის შეძენა, რომელთა მთავარი მიზანი არსებული ვითარების გამოსწორებაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში