ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ მიუხენის “ბავარიის” საპატიო პრეზიდენტმა, ფრანც ბეკენბაუერმა მკაცრად გააკრიტიკა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო.
“კაიზერ ფრანცმა” პორტუგალიელ სპეციალისტს გაუზრდელი ადამიანი უწოდა. ის ასევე შეეხო 2010 წლის ნოემბრის ბოლოს, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართულ დაპირისპირებას.
“მოურინიო ძალიან უხეში და გაუზრდელია. სხვებთან შედარებით მან საუკეთესო შედეგებს მცირე რესურსებით მიაღწია, თუმცა თავისი მიზნების განხორიციელებისას ის უხეშობდა და უზრდელობდა. მისი ზოგიერთი გამოვლინება არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილი კაბალიეროა (ესპანეთში: აზნაურის ტიტულის მქონე პირი). შემოდგომაზე მან უდიდესი დამცირება განიცადა, როდესაც ესპანური “კლასიკო” წააგო “ბარსელონასთან”, ანგარიშით 5:0. ეს იყო შემტევი ფეხბურთის ტრიუმფი, სავსე შემოქმედებითი ფანტაზიით.”-განაცხადა ბეკენბაუერმა.



