პირველი წრის ბოლო მატჩს ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონა” “მალაგას” წინააღმდეგ გამართავს. “მალაგას” მწვრთნელი მანუელ პელეგრინია, ყველასთვის კარგად ნაცნობი პელეგრინი, ამ გუნდისათვის ეს მწვრთნელი ნამდვილი ფუფუნებაა. სწორედ ამით არის გამოწვეული ბოლო დროს კარგი მაჩვენებელი ამ გუნდისა. წელს “ბარსელონა” საშუალოდ უფრო მეტს იტანს ვიდრე ტრიპლეტის სეზონში 18 მატჩში 57 გოლი, საშუალოდ მატჩში 3,16. მაგრამ გუნდს სიფრთხილე მართებს “მალაგას” წინააღმდეგ. “მალაგა” განსაკუთრებით გაძლიერდა დაცვაში შეიძინა “ბაიერნიდან” მარტინ დემიკელესი, ასევე შეიძინა კამაჩო.
მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “მალაგა” ძალიან ხშირად შეცდომებს უშვებს ტაქტიკურს თამაშის მხრივ. ამაზე მოწმობს მე–16 ტურის მატჩი წაგება “ატლეტიკოსთან” 0:3.
თამაში “კამპ ნოუზე” კვირას 23:55 წუთზე გაიმართება.


