workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ჯენოა” და ”მალაგა” მილიტოთი ინტერესდებიან

”ჯენოა” და ”მალაგა” მილიტოთი ინტერესდებიან

”ONA FM”-ის ინფორმაციით ”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გაბრიელ მილიტოს ნება დართო აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა კლუბებთან.

იმის ალბათობა, რომ მილიტო ”ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს ძალიან ცოტაა. ახლა მას და მის აგენტს თავისუფლად შეუძლიათ აწარმოონ მოლაპარაკებები სხვა კლუბებთან. იტალიურმა ”ჯენოამ” და ესპანურმა ”მალაგამ” უკვე გამოთქვეს სურვილი არგენტინელი მცველის დამატებასთან დაკავშირებით.

გენუელები იტალიის ჩემპიონატში მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან. მათ 18 მატჩში 15 ბურთი აქვთ გაშვებული. მათ მილიტოს შეძენით დაცვის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება სურთ. ”ჯენოაში” ასპარეზობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, კახა კალაძე. მანუელ პელეგრინის ”მალაგა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურია და გაბრიელის მათ რიგებში გადასვლა რეალურია. ”მალაგამ” მიმდინარე თვეში დემიკელესი, ბაპტისტა, მარესკა, კამაჩო და ასენხო შეიძინა.

მილიტოს სურვილია, რომ ”ბარსელონაში” სათამაშო პრაქტიკა სათასო მატჩებში მიიღოს, რათა კოპა ამერიკას ფორმაში შეხვდეს. მან იცის მისით დაინტერესებული კლუბების შესახებ, ასე რომ ყველაფერი მისი გადასაწყვეტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში