ბევრ ფეხბურთელს აქვს ოცნება, რომ “ბარსას” გოლი გაუტანოს, მაგრამ არა ადრიანს. “დეპორტივოს” ლიდერს და საუკეთესო ბომბრადირს არს სურს გვარდიოლას გუნდის კარში გოლის გატანა. მიზეზი ის არის, რომ რამდენჯერაც ადრიანმა კატალონიელებს გაუტანა, იმდენჯერ დამარცხდა მისი გუნდი: ” მე არ მაქვს დიდი სურვილი, რომ მათ კარში გავიტანო, რადგანაც როცა მე “ბარსას” ვუტან, ჩემი გუნდი ყოველთვის მარცხდება.“
ადრიანს ვალდესის კარში გოლი 2–ჯერ აქვს გატანილი, თუმცა ამ გოლებმა “დეპორტივოს” არაფერი კარგი არ მოუტანა. მისი თქმით მთავარია მათ ამ “სუპერ გუნდთან” ქულა მაინც აიღონ. ადრიანი “ბარსასთან” თამაშს კარგი შედეგებით ხვდება. მან ბოლო ტურში “ბილბაოს” გაუტანა და დაეხმარა გუნდს გამარჯვებაში, ხოლო შემდეგ თასზე “კორდობას” ჰეთრიკი შეუსრულა: “რაც არ უნდა კარგი დღე გქონდეს, ძალიან რთულია “ბარსასთან” თუნდაც ქულის მოპოვება.”
“დეპორი” დღეს “ბარსას” წინააღმდეგ 4 მცველით ითამაშებს. ნახევარმცველები კი შეეცდებიან გაუვალი კორიდორის შექმნას. რუბენ პერესი და ანტონიო ტომასი შეეცდებიან მესის განეიტრალებას. სავარაუდოდ კატალონიელების წინააღმდეგ ითამაშებს, ვეტერანი ფეხბურთელი ვალერონი: ” ვალერონთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნოა. მას ნებისმიერი ფეხბურთელი გაუგებს,” დაასრულა ადრიანმა.
