
ცნობილი გახდა 1/4 ფინალური მატჩების ჩატარების დრო სამეფო თასზე. “ბარსელონა” – “ბეტისის” მატჩი 12 იანვარს ადგილობრივი დროით 22 საათზე გაიმართება. ანუ ჩვენი თბილისის დროით 01:00 საათზე, ჩვენთვის უკვე 13 იანვრად ჩაითვლება. პირველი მატჩი “კამპ – ნოუზე” გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაშივე შედგება უკვე მეტოქის მოედანზე.
12 იანვარს გაიმართება ასევე “ვილიარეალი” – “სევილიას” მატჩი, რომელიც 23 საათზე დაიწყება თბილისის დროით.
13 იანვარს გაიმართება “ალმერია” – “დეპორტივო” და “რეალი” – “ატლეტიკო”. 23 და 1 საათებზე შესაბამისად.



