workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილიტოს შეძენა ”ბლექბერნსა” და ”ვესტჰემს” სურთ

მილიტოს შეძენა ”ბლექბერნსა” და ”ვესტჰემს” სურთ

ინგლისური პრემიერლიგის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან ”ბარსელონას” ცენტრალური მცველის, გაბრიელ მილიტოს შეძენით. ”ბლაუგრანას” შემადგენლობაში 30 წლის არგენტინელს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს, რის გამოც თავად გამოთქვა სურვილი, რომ სეზონის დარჩენილი ნაწილი არენდით გაატაროს სხვა გუნდში. თავისი შეგირდის ინიციატივის შესახებ პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ იცის, თუ რატომ მიიღო გაბრიელმა ასეთი გადაწყვეტილება.

”მე კარგად ვიცი ის მიზეზები, თუ რატომ მიიღო გაბრიელმა ეს გადაწყვეტილება. ჩემი სურვილია, რომ გუნდში უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ბედნიერი იყოს. იმედია მილიტო კლუბის დატოვებას გადაიფიქრებს და ჩვენთან ერთად დარჩება” – განაცხადა გვარდიოლამ.

გაბრიელს ”ბლექბერნისა” და ”ვესტჰემის” მთავარი მწვრთნელები თავის გუნდში, ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს სთავაზობენ. გამოცდილი არგენტინელის შეძენა ასევე სურს იტალიურ ”ჯენოას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში