workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსელონა”, შესაძლოა, ბლანმა ჩაიბაროს

“ბარსელონა”, შესაძლოა, ბლანმა ჩაიბაროს

SFR Sport1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა”, ლუის ენრიკეს წასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ფრანგმა სპეციალისტმა, ლორან ბლანმა გაწვრთნას.

წყაროს ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა 51 წლის სპეციალისტს, რომელსაც “ბორდო”, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები და “პარი სენ ჟერმენი გაუწვრთნია.

შეიძლება ითქვას, ბლანი საკმაოდ კარგად იცნობს კატალონიურ კლუბს, რადგან ის 1996/97 წლების სეზონში ესპანურ გრანდში თამაშობდა.

“ბარსას” ამჟამინდელი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მომავალი კატალონიურ გრანდში კვლავ გაურკვეველი რჩება. მას კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება და აპრილამდე გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” შესაძლო მწვრთნელებად ასევე მოიაზრებიან: ხორხე სამპაოლი (“სევილია”), ერნესტო ვალვერდე (“ბილბაო”), რონალდ კუმანი (“ევერტონი”) და ეუსებიო საკრისტანი (“სოსიედადი”).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward