მოგეხსენებათ დღეს ღამით, თბილისის დროით 01:00 საათზე კატალონიის “ბარსელონა” “ბილბაოს ატლეტიკს” შეხვდება ესპანეთის თასის ეგიდით გამართულ მატჩში.პირველი მატჩი “კამპ ნოუზე” 0–0 დარულდა და ამ მატჩში გვარდიოლას ბიჭებს სერიოზული ბრძოლა მოუწევთ. კატალონიელებს ბილბაოში ნამდვილად არ დახვედრიან კარგად და სტადიონზეც ასე იქნება. როგორც ცნობილი გახდა ამ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. “ატლეტიკის” ფანები ყველანაირად შეეცდებიან “ბარსას” საწინააღმდეგო ატმოსფერო შექმნან სტადიონზე. მათ ეს მოედნის გარეთაც მოინდომეს. ისინი ავტობუსით მოძრაობდნენ მთელს ქალაქში და გადაწყვიტეს, რომ მოსვენება არ მისცენ გვარდიოლას და მის შეგირდებს. ისინი აპირებენ იმ სასტუმროსთან, სადაც “ბარსას” ფეხბურთელები არიან იყვირონ და იმღერონ, თუმცა ეს “ბლაუგრანასთვის” პრობლემას არ წარმოადგენს. ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.

“ატლეტიკთან” მატჩში სტადიონი სავსე იქნება
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.