ეს არის “მარკას” ძირითადი შემადგენლობა:
როგორც ხედავთ მადრიდული გაზეთი, როგორც ყოველთვის კარში სათასო მატჩებისათვის ხოსე მანუელ პინტოს აყენებს. დაცვა და საერთოდ მთლიანი შემადგენლობა ძირითად შემადგენლობად ითვლება, პინტოზე უკვე მოგახსენეთ, მაგრამ აქვე არის ბოიანი, რომელიც ივარაუდება დავიდ ვილიას ნაცვლად. შესაძლოა, მას კიდევ მიეცეს შანსი გამოვიდეს მოედანზე და დაამტკიცოს, რომ იგი ყურადღების და სათამაშო დროის ღირსია.
ეს კი სათადარიგოთა სკამია:
როგორცხედავთ სათადარიგოთა სკამზე 9 ფეხბურთელია, მაგრამ აქედან ყველა ფეხბურთელი ვერ მოხვდება სათადარიგოთა შორის. გვარდიოლა იძულებული იქნება 2 ფეხბურთელი ამოწეროს.
ეს კი “სპორტის” აზრით დაყენებული ძირითადი შემადგენლობაა:
კატალონიურ გაზეთს ყველა საბრძოლო ფეხბურთელი ყავს შეყვანილი მათ შორის ვალდესიც, რომელიც წესით სათასო მატჩებზე არ უნდა ასპარეზობდეს. მაგრამ გაზეთი, თვლის, რომ გვარდიოლა დაუშვებს გამონაკლისს ამ უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის და ათამაშებს გუნდს უკლებლივ ყველა ძირითადი ფეხბურთელით.
![“ატლეტიკი” – “ბარსელონა” სავარაუდო შემადგენლობები [Marca, Sport]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)