მანამდე ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2003/04 სეზონებში დაუპირისპირდება. ოღონდ ორივე გუნდი სეგუნდა ბ–ში იმყოფებოდა. მაშინ “ბარსელონას” მეორე გუნდმა რთული და მინიმალური გამარჯვება მოიპოვა “ჟირონაზე” 0:1. გადამწყვეტი ბურთი “ჟირონას” სტადიონზე გონსალვო ხოსეპ მარიამ გაიტანა. შემდეგ სეზონში კვლავ გაიმართა ამ ორი გუნდის დაპირისპირება “ხერონა მინიესტადიზე”. კვლავ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა “ბარსელონა ბ”–მ გამდაწყვეტი და 3 ქულის მომტანი გოლი ლეო მესიმ გაიტანა.
ეს ორი შეხვედრა “ბარსელონა ბ”– მ გასვლაზე ჩაატარა, ხოლო რაც შეეხება ამ ორი გუნდის დაპირისპირებებს, რომელიც “ბარსელონას” სტადიონზე ჩატარდა: 89/90 წლების სეზონში ონესიმო სანჩესის გოლის წყალობით “ბარსელონამ” საშინაო სამი ქულა მოიპოვა, ხოლო შემდეგ სეზონში ეს გუნდები ფრედ 1:1– ზე გაიყარნენ.
მატჩი 8 იანვარს თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.



