workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკეს პასუხი ფეხსაცმელების შესახებ

პიკეს პასუხი ფეხსაცმელების შესახებ

მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ ხერარდ პიკემ “Twitter” – ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც იყო ბოტასები. მან ხალხთა ინტუიცია გამოსცადა და დასვა კითხვა თუ ვის ეკუთვნოდა ეს ბოტასები, თუკი ის არ იყო კარლეს პუიოლის და იყო 40 ზომა. 

არამარტო “Twitter”  – ზე არამედ ესპანურ საიტებზეც და ასევე ჩვენ საიტზეც იყო “მკითხაობა” თუ ვის ეკუთვნოდა ეს ბოტასები. ძალიან ბევრმა მათგანმა კითხვას პასუხი სწორად გასცა.

ბოლო ბოლო “ბარსელონას” 3–მა ნომერმა ხერარდ პიკემ, როგორც ყველაზე მხიარულმა ფეხბურთელმა “ბარსელონასი” ყველაფერს ფარდა ახადა და კვლავ “Twitter” – ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ასეთი პატარა და მრავლის მთქმელი კომენტარი: “ძალიან გაინტერესებთ არა ? მართალი გითხრათ, ამის შესახებ ბევრი პერსონალურად მირეკავდა კიდევაც პასუხის გამო, მინდა ყველაფერს ფარდა ავხადო, ეს ფეხსაცმელი გახლავთ ახალწვეული დავიდ ვილიასი”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში