კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა ფორვარდმა, პაკო ალკასერმა ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა, ამასთან დაკავშირებით თავად ისაუბრა.
“გატანილი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით კი გუნდის გამარჯვებით, მთავარი გუნდურობაა. რაც მე მევალება, ეს არის კიდევ უფრო მეტი მუშაობა.
სადებიუტო გოლი? ჩემი თანაგუნდელები ისევე გახარებულები არიან როგორც მე, საბოლოოდ ეს ცუდი სერია დავასრულე.” – განაცხადა ალკასერმა.
