ყველასთვის ცნობილია, რომ კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ლიონელ მესისთან, რაკიტიჩთან, ინიესტასა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ცდილობს.
TV3-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქცენტი ლიონელ მესიზე კეთდება, რომლის ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ კატალონიელებისთვის სხვა მოთამაშეებიც მნიშვნელოვანია. რაკიტიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება ერთ-ერთ ძირითად მიზნად ითვლება.
ახლა საუბარია გუნდის მესამე მეკარეზე, ჟორდი მასიპზე. 28 წლის ესპანელ კიპერს მიმდინარე სეზონში მატჩი არ ჩაუტარებია.
მიუხედავად სხვა კლუბების ინტერესისა, მასიპმა კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა. მეკარეს სურს, რომ ახალი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მას კიდევ ერთი სეზონით ავტომატიურად გადავადების შესაძლებლობა ჰქონდეს.
