“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, მარტინ მონტოია მიიჩნევს, რომ მის თანაგუნდელს, ჟოაუ კანსელუს კატალონიურ კლუბში თამაში შეუძლია. როგორც იცით, “ბლაუგრანა” პორტუგალიელი განაპირა მცველით არის დაინტერესებული.
“კანსელუს “ბარსელონაში” თამაში შეუძლია. ის ამ კლუბის დნმ-ს ფლობს. პორტუგალიელი ხშირად უერთდება შეტევას და შეეფერება კლუბს, რომელიც უმეტესად ბურთს ფლობს. შესაბამისად, ჟოაუ “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ძალიან დაეხმარება.”-განაცხადა მონტოიამ.

