“ბარსელონას” ტექნიკურმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. ესპანელ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები ახალი ხელშეკრულების განხილვას გაზაფხულზე დაიწყებენ, თუ თავად მწვრთნელი გამოთქვამს სურვილს.
“მსურს ლუის ენრიკეს ირგვლივ არსებული სიტუაცია განვმუხტო. მე მას კარგად ვიცნობ, ის გადაწყვეტილებას მიიღებს და მე და კლუბის პრეზიდენტს გვეტყვის.” – განაცხადა ფერნანდესმა.
ადრე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენრიკე ძალების მოსინჯვას ინგლისში ისურვებდა.
