Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” ახლო მომავალში არგენტინელ ფორვარდს, ლიონელ მესის 5-წლიან კონტრაქტსა და ფიქსირებულ წლიურ ანაზღაურებას შესთავაზებს.
“ბლაუგრანას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ მისი მიზანია მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს. კატალონიური კლუბი ცდილობს გვერდი აუაროს პუნქტებს, რომელთა გამოც ლეოს ესპანეთის საგადასახადო სამსახურთან პრობლემა შეექმნება.
კლუბს სურს, რომ მესი მშვიდად იყოს და მხოლოდ ფეხბურთზე მოახდინოს კონცენტრაცია. მოცემულ მომენტში ახალი კონტრაქტი ბართომეუს ხელშია, რომელსაც არგენტინელთან მოლაპარაკების წარმოება პირადად სურს.
