“ბარსელონას” მცველმა, სამუელ უმტიტიმ პსჟ-სთან მატჩის მოლოდინები გაგვიზიარა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ფარგლებში ჩატარდება. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 14 თებერვალს, პარიზში გაიმართება.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენ თამაში სწორედ პსჟ-სთან გვიწევს, რადგან საფრანგეთში დაბრუნების შესაძლებლობა მექნება. პარიზელებს კარგი გუნდი ჰყავთ და მე ბევრჯერ მითამაშია პარიზში, როდესაც ჯერ კიდევ “ლიონში” ვთამაშობდი. ვიმედოვნებ, ჩემთვის ამ უსიამოვნო სტატისტიკას გამოვასწორებ, ავიღებ პირად რევანშს. პსჟ-ს შეტევაში კაშკაშა ფეხბურთელები თამაშობენ, ისინი ძალიან ძლიერები არიან. ამ გუნდს უფრო ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს.” – განაცხადა უმტიტიმ.
