ესპანურმა “ვალენსიამ” კლუბის მცველის, კარლოს სოლერის გამოსასყიდი თანხა გაზარდა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს კატალონიის “ბარსელონა” იჩენს.
პარასკევს 20 წლის მცველი ოფიციალურად გახდა პირველი გუნდის წევრი. “ვალენსიამ” კი სოლერის ოპცია და კონტრაქტის პირობები გააუმჯობესა.
ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 8 მილიონი ევროდან 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა, მსგავსი ცვლილება ავტომატურად მხოლოდ მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა მცველი კლუბის მაისურით 10 ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებდა. ამჟამად სოლერის აქტივში მხოლოდ 7 ოფიციალური მატჩია.
კარლოსმა უკვე მიიპყრო “ბარსელონას” ყურადღება, მისი კონტრაქტი “ვალენსიასთან” 2018 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა სავარაუდოდ 2020 წლამდე გახანგრძლივდება.

რა შეუკიკინეს ამ ვალენსიას !!!!!!!!!!
მაგიტოა გასაყიდი გომესი დენისი არდა ნახევარდაცვა ბუსი ინი რაფინია რაკეტა რობერტო გვეყოპა დაცვა გვყავს პიქე უმტიტი ალბა დინი ვიდალი მასკერანო
ვიყიდოტ მაგ ფასად კოუტინიო ბელერინი
დავიჯერო ამაზე უკეთესმა არავინ მიიპყრო ბარსას ხელმძღვანელობის ყურადღება ???
დასდევენ ოც ლარიან ფეხბურთელებს და ვინც მართლა საყიდელია იმათ ყურადღებას არაქცევენ
ფულის ჟმოტები
მცველია თუ ნახევარმცველი?
კანსელუები და ცოტაც უკეტესები ჩვენც გვყავს და ნუ აიჩემებთ ერთის ნათქვამს!!
ბიჭებო პეს2017-ში რონალდინიო რომელ გუნდშია?რომელ პერიმერ ლიგაშია და რა გუნდში მითხარით კაცურად