“ბარსელონა ბ” შიდა ჩემპიონატში “ვილიარეალის” სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ დამარცხდა, ანგარიშით 2:0.
მასპინძლებმა საკმაოდ საინტერესო ტაქტიკა შეარჩიეს. ისინი მეტოქეს შეტევისთვის თავისუფალ სივრცეს აძლევდნენ შემდეგ კი კატალონიელთა იერიშს სწრაფი კონტრშეტევით პასუხობდნენ.
მე-15 წუთზე პოუ ტორესმა “ბარსელონას” მცველები დასაჯა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხნის შემდეგ, ალფაროს წონასწორობის აღდგენა შეეძლო, მაგრამ მეკარე კანტერომ გუნდი გადაარჩინა.
დროთა განმავლობაში სტუმრები მეტოქეზე ზეწოლის მოხდენასა და უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” რამდენიმე პერსპექტიული შეტევა განახორციელეს. კარლეს ალენიას 5 წუთში ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ სამწუხაროდ, რეზერვისტთა ყველა შეტევა უშედეგო გამოდგა.
85-ე წუთზე კარლოს მარტინესმა შეხვედრას წერტილი დაუსვა (2:0).
“ვილიარეალ ბ”: კანტერო, ფელიპე, პერისი, იბიცა, პაუ, ლარეა, ლეო სუარესი (ლაცო, 76), რამირო, კანტალპიედრა, კარლოს მარტინესი (მარკოს მაურო, 89), მარიო (კარლოს ლოპესი, 90).
“ბარსელონა ბ”: სუარესი, პალენსია, მოისესი, ფალი (კარბონელი, 67), მარლონი, ალენია, კაპტუმი (ჩემი, 84), გუმბაუ, დანი რომერა, პერეა (მუხიკა, 67), ალფარო.
მომდევნო ტური: 29/01/2017 “ბარსელონა ბ” – “ალკოიანო”



ავტორ დენისის სადებიუტო გოლზე სტატია დადე