“ეიბარის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა კატალონიის “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“ბარსელონასთან” მატჩში ორი ვარიანტი გვექნება – ამ გუნდის ფეხბურთელებზე ზეწოლის მოხდენა ან საკუთარ საჯარიმოში დარჩენა და მათ შეტევებზე დალოდება. ჩვენ პირველ ხერხს მივმართავთ.”-განაცხადა მენდილიბარმა.
დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე, “ბარსელონა”, ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში, “ეიბარს” დაუპირისპირდება.
