მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ისაუბრა იმ შემთხვევაზე, რომელიც ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალში “სელტასთან” მატჩის მსვლელობის დროს მოხდა.
მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბლანკოსის” კაპიტანმა მატჩის მსვლელობის დროს სტუმარი გუნდის ფორვარდს, იაგო ასპასს შეაფურთხა. “სელტას” ფეხბურთელმა შემდგომში თქვა, რომ ეს ეპიზოდი არ შეუმჩნევია.
“ასპასს შევაფურთხე? ეს ყველაფერი ბარსელონადან მოდის. მისგან 5 მეტრის მოშორებით ვიყავი, იაგოს არაფერი არ შეუმჩნევია.”-ციტირებს რამოსს AS.
