მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ინიესტა “ეიბართან” ვერ ითამაშებს

ოფიციალურად: ინიესტა “ეიბართან” ვერ ითამაშებს

“ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმა გუნდის კაპიტნის, ანდრეს ინიესტას ტრავმა დაადასტურა და ისიც ცნობილი გახდა, რომ 32 წლის ფეხბურთელი კატალონიელებს მომდევნო შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ინიესტამ მარცხენა ფეხის კუნთი “სოსიედადთან” გუშინ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში დაიზიანა და ლუის ენრიკემ ის შესვენებაზე შეცვალა. დღეს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კაპიტანი 22 იანვარს, “ეიბარის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მიიღებს თუ არა ანდრესი მომდევნო შეხვედრებში მონაწილეობას, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. ყველაფერი გამოჯანმრთელების პროცესზე იქნება დამოკიდებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში