ფრანგულმა ჟურნალმა L’Equipe-მ ლიონელ მესის მომავალი განიხილა. წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არგენტინელის “ბარსელონადან” წასვლის ალბათობა მხოლოდ 5%-ია.
მისი კონტრაქტის გამოსყიდვა მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეუძლია. პსჟ ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ითვლება.
“ალბისელესტეს” კაპიტნის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონი ევროა.
“პარი სენ-ჟერმენს” ამხელა თანხის გადახდა შეუძლია იმის გათვალისწინებით, რომ ალ-ხელაიფი კლუბში უზარმაზარ ინვესტიციას ახდენს. L’Equipe-ს თანახმად პსჟ-ს წარმომადგენლებს წარსულში (2014 წელს) ხორხე მესისთან არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე კონტაქტი ჰქონდათ.
ლეოს მამამ განაცხადა, რომ მესის “ბარსელონადან” წასვლის საშიშროება არ არსებობს.
