მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა ალექსანდრ ისაკმა პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი ინტერესს თავის დროზე კატალონიის “ბარსელონაც” იჩენდა, მაგრამ მან არჩევანი “სამეფო კლუბის” სასარგებლოდ გააკეთა.
“რა თქმა უნდა, მოცემულ მომენტში მესისა და ნეიმარის თამაში მომწონს. ისინი ნამდვილად კარგი ფეხბურთელები არიან.
არსებობენ სხვა მაღალი დონის მოთამაშეებიც. როცა პატარა ვიყავი ანრის, რონალდოსა და რონალდინიოს მინდოდა დავმსგავსებოდი.”-განაცხადა ისაკმა.
