არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედგარდო ბაუსა აცხადებს, რომ ხავიერ მასკერანოს ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე არ განიხილავს.
“მასკერანო დაცვის ცენტრში არ მომწონს. მას, საჭიროების შემთხვევაში, ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მაგრამ ეს მატჩის დასაწყისიდანვე არ მოხდება.” – განაცხადა ბაუსამ.
ხავიერ მასკერანოს ბუნებრივი პოზიცია საყრდენი ნახევარმცველია. დაცვის ცენტრში ის 2010 წლიდან, “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ თამაშობს.
