მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტე: “ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი კვლავ გახდება”

ტიტე: “ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი კვლავ გახდება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის ნეიმარ და სილვას შესახებ ისაუბრა. სპეციალისტის თქმით, ახალგაზრდა თავდამსხმელი “სელესაოს” კაპიტანი კვლავ გახდება.

“ნეიმარს ვთხოვე, რომ როცა ის კაპიტნის სამკლავურის დასაბრუნებლად მზად იქნება ამის შესახებ მითხრას.

ნეიმარი ეროვნული გუნდის კაპიტანი კვლავ გახდება. არ მანაღვლებს, რომ ის ახალგაზრდაა.

მეღიმება, როცა ნეიმარს, მესისა და რონალდუს ადარებენ, რადგან ისინი სხვა თაობის მოთამაშეები არიან. პორტუგალიელმა და არგენტინელმა თავიანთ მაქსიმუმს უკვე მიაღწიეს, ბრაზილიელს კი ეს ჯერ არ გაუკეთებია.” – განაცხადა ტიტემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში