“ბარსელონას” მცველის, ხერარდ პიკეს მეუღლეს, ცნობილ მომღერალ შაკირას სურს, რომ ესპანეთში დიდი ზეწოლის გამო ფეხბურთელმა კლუბი დატოვოს, იტყობინება Don Balon.
გამოცემის ინფორმაციით, პოპ-ვარსკვლავს ქმართან ერთად ლონდონში გადასვლა სურს, სადაც პიკე “ჩელსიში” ან “არსენალში” თამაშს შეძლებს, რომლებიც ადრე მის მიმართ ინტერესს იჩენდნენ.
პიკემ პროფესიონალური კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” დაიწყო, სადაც 2004 წლიდან 2008 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც “ბარსელონაში” გადავიდა.
