“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
“სანერვიულო არაფერია. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ლეოსთან და მის ოჯახთან მოლაპარაკებებში პირადად ჩავერთვები.
დრო აუცილებელია. ჩვენ გვსურს, რომ მესი დარჩეს, მაგრამ მე არ გავამხელ რაიმე დეტალს.
ჩვენ მის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გვაქვს. მესი საუკეთესოა მსოფლიოში, ჩვენ მისი დარჩენა გვსურს, მას კი იგივე სურს.
ყველაფერი მშვიდად და გააზრებულად გაიმართება. რა თქმა უნდა, ეს კლუბისთვის პრინციპული გარიგებაა.” – განაცხადა ბართომეუმ.
