“ბარსელონას” ნახევარმცველმა, არდა თურანმა “შანხაი შენხუასთან” 3 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. Fanatik იტყობინება, რომ თურქის ანაზღაურება წელიწადში 20 მილიონი ევრო იქნება. ნახევარმცველი წასასვლელად მზადაა. ამჟამად კლუბები ტრანსფერისთვის აუცილებელი თანხის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
თურანმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი კატალონიელებთან 2020 წლის ზაფხულამდეა ვადაში.
ადრე მედიამ დაწერა, რომ თურანით “გუანჩჟოუ ევერგრანდია” დაინტერესებული, რომელმაც არდას 50 მილიონი ევროს ღირებულების სამწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.
