“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხორდი მესტრემ, დაასახელა გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაში კატალონიურ კლუბს ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალში სურს.
“1/4 ფინალში “ალკორკონის” წინააღმდეგ თამაში გვსურს, რადგან ჩვენ არასდროს შევხვედრილვართ. მათთან დაპირისპირება კარგი იქნება. ყველა პოტენციური მეტოქე ძლიერია და იმსახურებს 8 საუკეთესო გუნდს შორის ყოფნას.”-ციტირებს მესტრეს Sport.
