კატალონიის “ბარსელონას” მოთამაშეები კლუბის გენერალური დირექტორის, ოსკარ გრაუს განცხადებით აღშოთებულები არიან.
გენერალურმა დირექტორმა ახლახანს განაცხადა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” ლიონელ მესის რეკორდულ კონტრაქტს არ შესთავაზებენ.
კერძოდ, აღშფოთება ლუის სუარესმა გამოთქვა, რომელმაც კლუბს მოუწოდა, რომ ამ შემთხვევაში თანხის დაზოგვა არ ღირს. ურუგვაელს გუნდის სხვა ფეხბურთელებმა მხარი დაუჭირეს.
