მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“ბილბაოს” მანსანო განსჯის

“ბარსელონა”-“ბილბაოს” მანსანო განსჯის

როგორც ცნობილი გახდა, “ბარსელონასა” და “ბილბაოს” შორის ესპანეთის თასის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში 32 წლის ესპანელი ხესუს მანსანო იმსაჯებს.

ბოლოს მანსანომ “ბარსელონას” თამაში 27 ნოემბერს “სოსიედადის” წინააღმდეგ განსაჯა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მანსანოს “ბარსელონას” მატჩებში 7-ჯერ უმსაჯია. აქედან კატალონიელებმა 4-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ დამარცხდნენ, ერთხელ კი ფრე ითამაშეს.

მანსანომ კატალონიური გრანდის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი 3-ჯერ დანიშნა, საწინააღმდეგოდ კი – 2-ჯერ. გარდა ამისა, 32 წლის სპეციალისტს “ბარსას” ფეხბურთელი ერთხელ ჰყავს გაძევებული, ამდენჯერვე კი მეტოქე გუნდის მოთამაშე.

აქვე დავძენთ, რომ “ბილბაომ”, მანსანოს მსაჯობით, 10 მატჩიდან 8 მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში