“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ, ფიფას ცერემონიაზე კატალონიური კლუბის ფეხბურთელების დაუსწრებლობის გამო “რეალის” რამდენიმე ფეხბურთელს დაურეკა, რათა გუნდის სახელით მათთვის ბოდიში მოეხადა, იტყობინება Marca.
ფიფას შტაბში, 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიაზე “ბლაუგრანას” წარმომადგენლების დაუსწრებლობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამას ცერემონიის არაერთი მონაწილე გამოეხმაურა, რომლებიც აღნიშნავნდენ, რომ ბარსელონელები ამ ცერემონიას უნდა დასწრებოდნენ. მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მფლობელი გახდა, ამასთან დაკავშირებით ასევე მწუხარება გამოთქვა.
ინიესტამ “რეალის” ფეხბურთელებს უთხრა, რომ “ბარსელონას” დაუსწრებლობა გუნდის ფეხბურთელებს შორის ურთიერთობას არ გამოუწვევია. ინიესტას სიტყვებით, ციურიხში გამგზავრებსათან დაკავშირებით კლუბში განსხვავებული აზრები იყო.
