მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ეროვნილი ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერის, ნეიმარ და სილვას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ლეგენდარული მცველის თქმით, ბრაზილიელი ხალხი ამაყია იმით, რომ ქვეყანას ასეთი კარგი მოთამაშე ჰყავს.
“ნეიმარი ოლიმპიური ჩემპიონია. ჩვენ ერთმანეთთან მეგობრობა გვაკავშირებს. ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომლითაც ბრაზილიელი ხალხი ამაყობს.” – განაცხადა კარლოსმა.



