ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის მატჩის შემდეგ, სადაც ერთმანეთს “ბარსელონა” და “ვილიარეალი” დაუპირისპირდნენ (1:1), კატალონიური კლუბის ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა კომენტარი გააკეთა.
“რთულია იყო არბიტრი. მატჩები უფრო და უფრო იძაბება, რის გამოც მსაჯებს მეტი დახმარება და მომზადება სჭირდებათ.
უფრო მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში არ გაგვიმართლა. 3 დღის წინ, “ატლეტიკის” წინააღმდეგ ანალოგიური სიტუაცია იყო. საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ წავაგეთ, მთავარი კი საბოლოო შედეგია.
არ დავნებდებით. გუნდი ლა ლიგის ტიტულის მოპოვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არ იქნება.” – განაცხადა ბუსკეტსმა.



