მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ვიცე-პრეზიდენტი: “მსაჯებს უნდა დავეხმაროთ”

“ბარსას” ვიცე-პრეზიდენტი: “მსაჯებს უნდა დავეხმაროთ”

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი მესტრემ, “ვილიარეალთან” ჩატარებული მატჩის (1:1) შემდეგ, ესპანურ მსაჯობასა და ვიდეოგამეორების საჭიროებაზე ისაუბრა.

“თამაშს ტელევიზორში ვუყურებდი და გამეორებებზე ნათლად გამოჩნდა, რომ ბრუნო სორიანომ ბურთი ხელით შეაჩერა. არბიტრებს უნდა დავეხმაროთ და თამაშში ვიდეოგამეორებები დავნერგოთ.

“ვილიარეალის” მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ თამაში ჩვენ უნდა მოგვეგო. ეს იმის მიუხედავად, რომ გოლი ბოლო წუთამდე ვერ გავიტანეთ. “ვილიარეალს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ასეთი თამაშით მოგება დავიმსახურეთ.

მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა ისე ითამაშეს, თითქოს მათ შვებულება არც კი ჰქონიათ. სამივე მათგანი შესანიშნავი იყო და მათი ბრალი არაა, რომ გუნდმა ვერ მოიგო.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში