“ვილიარეალის” მთავარ მწვრთნელ, ფრან ესკრიბას გული წყდება, რომ მისმა გუნდმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის მატჩში, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.
მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა გოლი 90-ე წუთზე გაიტანა, მეტოქის კარი სტანდარტული სიტუაციიდან ლიონელ მესიმ აიღო.
“ბოლო ხუთი წუთი ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო. შედეგით ნახევრად კმაყოფილი ვარ, ხოლო ფეხბურთელთა მიერ გაწეული სამუშაოთი კი – სრულიად კმაყოფილი. მესისთან ერთად “ბარსელონას” გოლის გატანის ყველაზე დიდი შანსი აქვს.”-განაცხადა ესკრიბამ.
