მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკეს კომენტარი “ვილიარეალთან” მატჩის შემდეგ

ენრიკეს კომენტარი “ვილიარეალთან” მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, “ვილიარეალთან” გუშინ გამართული შეხვედრის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს ცუდად არ უთამაშიათ.

“მინდა ვთქვა, რომ “ბარსელონამ” ცუდად ითამაშა, მაგრამ ასე არაა. “ბილბაოსა” და “ვილიარეალის” წინააღმდეგ დამაკმაყოფილებლად ვითამაშეთ, მაგრამ შედეგები ცუდია. 3 ქულა დავიმსახურეთ, რადგან ბევრი მომენტი გვქონდა. ამის გამო, გუნდი ცუდ განწყობაზეა.

გადაწყვეტილებას მე ვიღებ და გუნდის განაცხადსაც მე ვადგენ. რაკიტიჩთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება. ხორვატული, ესპანური და ინგლისური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მეოთხედიც კი არაა სიმართლე. რაკიტიჩი განაცხადში სხვა მიზეზის გამო ვერ მოხვდა.

“ვილიარეალით” აღფრთოვანებული ვარ. ამ გუნდს ერთ-ერთ საუკეთესო დაცვა ჰყავს. თუმცა, “ბარსელონა” უფრო მაღალი დონის გუნდია.” – განაცხადა ენრიკემ პრიმერაში მორიგი ქულების დაკარგვის გამო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში