პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის მატჩი “ბარსელონასა” და “ვილიარეალს” შორის, ფრედ 1:1 დასრულდა. კატალონიური კლუბის ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ შეაფასა მომენტები, როდესაც ბრუნო სორიანოსა და მას ბურთი ხელზე მოხვდათ.
“თქვენ მომენტების შეფასების შესაძლებლობა გაქვთ. ისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად გამიზნული იყო მოქმედება და დააკვირდით, ვისი ხელი იყო ბუნებრივ მდგომარეობაში, და ვისი – არა.
აზრი არ აქვს საუბარს, მე ხელის მოჭრა არ შემიძლია. სულ სხვა საქმეა, როდესაც ხელით თამაშობ.” – განაცხადა მასკერანომ.
